ლივერპულის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ მოჰამედ სალაჰმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ეგვიპტელმა ხელშეკრულება 2 წლით გააგრძელა და ლივერპულს მომავალი 2027 წლამდე დაუკავშირა.
სალაჰმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 45 მატჩში 32 გოლი გაიტანა, საიდანაც 27 ბურთი პრემიერ ლიგაზე მოდის, რითიც ბომბარდირთა დავას ლიდერობას. მის ანგარიშზე ასევე 22 საგოლე გადაცემაა.
მიუხედავად საუდის არაბეთიდან არსებული მნიშვნელოვანი შემოთავაზებებისა ეგვიპტელი ლივერპულში რჩება.
სალაჰმა ლივერპულში გატარებულ 8 წელიწადში 394 მატჩი ჩაატარა, 243 გოლი გაიტანა, 111 ასისტი მიითვალა და გუნდთან ერთად 8 ტიტული მოიგო, ამ სეზონში კი პრემიერ ლიგის მოგებასთან საკმაოდ ახლოსაა.
ლივერპულში სალაჰის შემდეგ ვირჯილ ვან დაიკის ახალი კონტრაქტის გამოცხადებასაც მალე ელიან.
სალაჰი: "აქ ცხოვრებით და ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვიღებ"
