იუვენტუსმა ფრანსისკო კონსეისაო გამოისყიდა.
ტურინულმა კლუბმა პორტუგალიური ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კონსეისაომ იუვენტუსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ფეხბურთელმა გასული სეზონი კლუბში იჯარით გაატარა.
ჯამში პორტო ფეხბურთელის სანაცვლოდ 30.4 მილიონ ევროს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს.
იუვეში გატარებულ სეზონში ფეხბურთელმა 40 მატჩში 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.