ბოკა ხუნიორსმა გუნდში ლეანდრო პარედესის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელი მშობლიურ გუნდს რომადან 300 ათას ევროდ დაუბრუნდა, თუმცა ეს თანხა სხვადასხვა ბონუსებით შესაძლოა 3.5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
ბუენოს აირესის კლუბთან პარედესმა კონტრაქტი 2028 წლის 31 დეკემბრამდე გააფორმა.
ფეხბურთელის პრეზენტაციას ბომბონერაზე 50 ათას გულშემატკივარზე მეტი დაესწრო.
პარედესი ბოკაში 2010-2013 წლებში თამაშობდა.