ატლეტიკოს ახალი შემტევი ჰყავს.
მადრიდულმა კლუბმა ნაპოლიდან იტალიელი ფორვარდის, ჯაკომო რასპადორის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.
რასპადორის ტრანსფერი როხიბლანკოს 26 მილიონი ევრო დაუჯდება - 22 მილიონი ფიქსირებული, 4 მილიონი კი ბონუსებით.
თავად ფეხბურთელმა ატლეტიკოსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რასპადორი ნაპოლიში 2023 წლიდან თამაშობდა და 109 მატჩში 18 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.