• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ოფიციალურად: ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრები დატოვა
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ოფიციალურად: ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრები დატოვა

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხორვატიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აცნობა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების სათავეში მისი მოღვაწეობა დასრულდა.


დალიჩმა ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის მქონე მთავარი მწვრთნელის რანგში დაასრულა საქმიანობა.


მისი ხელმძღვანელობით ხორვატიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის, ხოლო 2022 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


გარდა ამისა, გუნდმა 2023 წლის უეფას ერთა ლიგაზე ვერცხლის მედალი მოიგო, დალიჩმა კი ნაკრები, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, EURO 2020-სა და EURO 2024-ზეც გაიყვანა.


„ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, თუმცა ეს ჩემთვის უდავოდ ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო.


ყოველთვის ვამბობდი, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების გაძღოლაზე დიდი პატივი არ არსებობს და ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და შესანიშნავი სამსახური ვერ იქნებოდა.


როდესაც ნაკრები ჩავიბარე, ფეხბურთელების შესაძლებლობებისა და საკუთარი თავის მჯეროდა, თუმცა ვერც კი გავბედავდი მეფიქრა, რომ თითქმის 9 წლის განმავლობაში ყველაფერს მივაღწევდით, რასაც მივაღწიეთ.


ვერ აღვწერ, რამდენად ვამაყობ თითოეული გამარჯვებით, დიდ ტურნირებზე მოპოვებული წარმატებებით, 3 მედლითა და ხორვატული ფეხბურთის დიდებული საღამოებით, მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატებზე ინგლისისა და ბრაზილიის დამარცხებით.


თუმცა ყველაზე მეტად ვამაყობ იმ ერთიანობით, რომელიც გუნდსა და ხორვატ ხალხს შორის შევქმენით და რომელიც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლების მოპოვების შემდეგ გამართულ დაუვიწყარ ზეიმებზე“, - განაცხადა დალიჩმა.


ხორვატია წლევანდელ მუნდიალს 1/16 ფინალში პორტუგალიასთან ბოლო წუთებზე 2-1 მარცხით დაემშვიდობა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

croatia

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

03 ივლ, 2026

ბოლო წუთების დრამა - პორტუგალიამ ხორვატიას მოუგო და 1/8 ფინალშია

News image

03 ივლ, 2026

რატომ გაუქმდა გვარდიოლის გოლი?

News image

03 ივლ, 2026

რონალდუ: „მოდრიჩი ცოცხალი ლეგენდაა, იმედია თამაშს გააგრძელებს"

News image

03 ივლ, 2026

ბოლო ცეკვა მუნდიალზე: ხორვატი, რომელმაც მთელ თაობას ულიდერა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ბოლო წუთების დრამა - პორტუგალიამ ხორვატიას მოუგო და 1/8 ფინალშია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბოლო წუთების დრამა - პორტუგალიამ ხორვატიას მოუგო და 1/8 ფინალშია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ გაუქმდა გვარდიოლის გოლი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ გაუქმდა გვარდიოლის გოლი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდუ: „მოდრიჩი ცოცხალი ლეგენდაა, იმედია თამაშს გააგრძელებს"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რონალდუ: „მოდრიჩი ცოცხალი ლეგენდაა, იმედია თამაშს გააგრძელებს"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბოლო ცეკვა მუნდიალზე: ხორვატი, რომელმაც მთელ თაობას ულიდერა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბოლო ცეკვა მუნდიალზე: ხორვატი, რომელმაც მთელ თაობას ულიდერა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026