ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულებული 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, Rugby Europe-მა ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
რჩეულთა შორის საქართველოს ასაკობრივი გუნდის ორი წარმომადგენელი - ლუკა შულაია და ლუკა ბარბაქაძე მოხვდნენ.
როგორც იცით, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კონტინენტის პირველობის ფინალში ესპანეთთან მარცხი განიცადეს და ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულეს. ორგანიზაციის სტატიაში აღნიშნულია, რომ რადგან საქართველოს მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იყო, შედეგი ბოლომდე წარმატებულად ვერ ჩაითვლება, თუმცა ბარბაქაძე გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი გახლდათ და თავი როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მაღალ დონეზე წარმოაჩინა.
Rugby Europe-მა ლუკა შულაიას პერფორმანსიც დადებითად გამოარჩია. მათი შეფასებით, მას კარგი ტურნირი ჰქონდა და დერეფანში ბრწყინვალედ ითამაშა, 3 მატჩში მეტოქის დერეფანი ექვსჯერ მოიგო. ამასთანავე, შულაია გუნდს რაქში ბურთის მოპოვებაშიც უდიდეს დახმარებას უწევდა.