პრემიერლიგის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გრანდიოზულ გეგმებს სახავს.
მიკელ არტეტას მიზანი შემტევი ხაზის გაძლიერებაა, რათა გუნდმა მიღწეული წარმატება მომავალ სეზონშიც გაამეოროს.
BBC-ის ინფორმაციით, ლონდონელთა ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ასტონ ვილას 23 წლის უნივერსალი შემტევი, მორგან როჯერსი იქცა. ფეხბურთელი, რომელსაც მარცხენა ფლანგზეც და თავდასხმის ცენტრშიც შეუძლია თამაში, თავად არის დაინტერესებული ემირეიტსზე გადაბარგებით. თუმცა, არსენალის უმთავრეს „ოცნების ტრანსფერად“ კვლავ ატლეტიკო მადრიდის ვარსკვლავი, ხულიან ალვარესი რჩება. არგენტინელის ფასი 120 მილიონ ფუნტს აჭარბებს და მისით ბარსელონაც ინტერესდება.
ასეთი მასშტაბური შესყიდვებისთვის ჩემპიონებს ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდებათ, რადგან გასულ სეზონში გუნდმა ტრანსფერებში 250 მილიონი დახარჯა. სატრანსფერო ბაზარზე გამოტანილ მოთამაშეთა შორის გაბრიელ ჟეზუსი, გაბრიელ მარტინელი და ლეანდრო ტროსარი სახელდებიან. ფინანსური ფეირ-პლეის წესების დასაკმაყოფილებლად, შესაძლოა, აკადემიის აღზრდილი ეთან ნვანერიც კი გაიყიდოს. ამასთანავე, იაკუბ კივიორმა კლუბი უკვე დატოვა და პორტუში გადავიდა.