ჩელსის ვარსკვლავმა, კოულ პალმერმა, TNT Sports-თან ინტერვიუში თავისი გუნდის საოცნებო 5-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ახალ მენეჯერ ხაბი ალონსოს ირიბად მიანიშნა, თუ ვინ არის კლუბში საუკეთესო.
პალმერს ეს დავალება მისმა თანაგუნდელმა ჟოაო პედრომ მისცა. საინტერესოა, რომ პალმერმა საკუთარი თავი ხუთეულს მიღმა დატოვა, თუმცა განსაკუთრებულად შეაფასა ერთ-ერთი ნახევარმცველი.
დაცვის ხაზში პალმერმა კაპიტანი რის ჯეიმსი და ტოსინ ადარაბიოიო აირჩია, ამ უკანასკნელზე კი ხუმრობით აღნიშნა, რომ ვარჯიშებზე ყველას უხეშად ეთამაშება და მის წინააღმდეგ ყოფნა არავის სურს.
ნახევარდაცვაში მან თავიდან მოისეს კაისედო დაასახელა, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და არჩევანი რომეო ლავიაზე შეაჩერა: „როცა ის ჯანმრთელადაა, საერთოდ საუკეთესოა“ - აღნიშნა პალმერმა. ლავიასთვის მიმდინარე სეზონი ტრავმების გამო კვლავ რთული გამოდგა, თუმცა პალმერი მას მანჩესტერ სიტის აკადემიიდან იცნობს და მის ნიჭში ეჭვი არ ეპარება.
თავდასხმაში კი კოულმა ჟოაო პედროსთან ერთად ესტევაო დააყენა.
ხაბი ალონსო, რომელიც გუნდს 1 ივლისიდან ჩაიბარებს, შემადგენლობის გადახალისებამდე პალმერის ამ რეკომენდაციას ალბათ გაითვალისწინებს.