იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე ფარიკაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ალექსანდრა კუვაევამ საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველმა მოფარიკავემ 1/4 ფინალში ფრანგ რიტა რობინოს აჯობა, ხოლო 1/2 ფინალში იტალიელ მანუელა სპიცას მოუგო.
კუვაევა დამარცხდა ფინალურ დაპირისპირებაში, შესაბამისად, ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის სტატუსი დაიმსახურა.
შედეგად, ალექსანდრა კუვაევა პირველი ქართველი ქალი მოფარიკავეა, რომელმაც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის მედალი მოიპოვა. აქამდე ამ ტურნირის პრიზიორები სანდრო ბაზაძე (ოქრო) და ბექა ბაზაძე (ბრინჯაო) გამხდარან.