VIDEO: დაძაბული ფინიში - მამუს ტორონტომ კლივლენდთან სერიაში გაათანაბრა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა კლივლენდ კავალიერსთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
გულშემატკივარმა დაძაბული ფინიში იხილა, რა დროსაც უფრო ზუსტი კანადელები აღმოჩნდნენ - 93:89. მათ რიგებში მთავარი კაცი კი სკოტი ბერნსი გახლდათ (23 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 1 ჩაჭრა, 3 დაფარება), ასევე 23 ქულა ჰქონდა ბრენდონ ინგრემს, კარგი მატჩი ჰქონდათ არ ჯეი ბერეტსა (18 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი) და კოლინ მარეი-ბოილსს (15 ქულა, 10 მოხსნა, 3 ასისტი).
რაც შეეხება სანდროს, მან პარკეტზე 13:03 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 2 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
კლივლენდის მხარეს, ტრადიციულად, დონოვან მიტჩელი (20 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი) და ჯეიმს ჰარდენი (19 ქულა, 2 მოხსნა, 8 ასისტი) გამოირჩნენ. 14 ქულა მოაგროვა სემ მერილმა.
კლივლენდში წაგებული 2 შეხვედრის შემდეგ, რეპტორსმა სერიაში წონასწორობა აღადგინა - 30 აპრილის 00:00 საათზე, გუნდები კლივლენდში ითამაშებენ, ხოლო 2 მაისის 00:00 საათზე - ტორონტოში.