VIDEO: რუსთავმა მოქმედ ჩემპიონს მოუგო - ცხრილში 3 ლიდერი გამოიკვეთა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში, რუსთავმა მოქმედ ჩემპიონ და ამჟამინდელ ლიდერ იბერია 1999-ს მოუგო და ცხრილში ვითარება დაიძაბა.
რუსთაველები ავთანდილ გუჯაბიძემ დააწინაურა, თუმცა ამირან ძაგანიამ მალევე გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა. 59-ე წუთზე, იბერიელები 10 კაცით დარჩნენ - ლუქსემბურგელმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ სელიმოვიჩს ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 7 ყვითელი ბარათი აქვს.
გია ცეცაძის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობა ბოლო წუთებზე გამოიყენა, როცა ირაკლი იაკობიძემ შეაგდო და მოქმედ ჩემპიონს სეზონში მე-2 მარცხი აგემა - 2:1.
9 ტურის შემდეგ, ცხრილში ვითარება მით უფრო დაიძაბა, რადგან გორის დილამ ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო და ერთპიროვნულ ლიდერს 1 ქულამდე მიუახლოვდა, რუსთავი კი მასთან ასევე 1 ქულაშია.
2 მაისს, იბერია მეშახტეს ესტუმრება, ხოლო რუსთავი 1-ელ რიცხვში სწორედ გორის დილასთან შინ ითამაშებს.
ეროვნული ლიგის მე-9 ტური და, მასთან ერთად, პირველი წრე სრულდება ხვალ გასამართი 2 მატჩით - გაგრა მეშახტეს დაუხვდება, ხოლო ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, დინამო ბათუმი ტორპედო ქუთაისს მასპინძლობს.