პედრიმ აღიარა, რომ დედამისი წვერის გაპარსვას ყველა მატჩის წინ აიძულებს.
„დედა ყოველთვის მაიძულებს, მატჩის დღეს წვერი გავიპარსო.
თუ ამას არ ვაკეთებ, მიბრაზდება. - აღნიშნა ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა.
დღეს, 14 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრები პედრისთან ერთად ბულგარეთის ნაკრებს მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში უმასპინძლებს.
შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება.