• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
"5 და 6 ბურთით მოგება ძალიან რთულია" - დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"5 და 6 ბურთით მოგება ძალიან რთულია" - დე ლა ფუენტეს პრესკონფერენცია

11 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ნაკრებთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.


"საბედნიეროდ, ჩვენ შესანიშნავი ახალგაზრდული სისტემა გვაქვს, შესანიშნავი მოთამაშეებით, რომლებიც ჩვენს გუნდში არიან. ეს არის ის, რითაც უნდა ვიამაყოთ. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ტრავმებს, წარუმატებლობებს. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ბიჭების ჯგუფი, რომელთაგანაც შეგვიძლია არჩევანის გაკეთება და ეს ძალიან მახარებს.


ძალიან რთულია 5 და 6 ბურთით მოგება, როგორც ხალხი ამბობს. შესაძლოა ამის შანსებიც გვქონდა, თუმცა საქართველო ორგანიზებულად, დიდი გამბედაობითა და შესანიშნავი მეკარით იცავდა თავს. დიდი ანგარიშით მოსაგებად, საქმე მხოლოდ მოწინააღმდეგეს არ ეხება, ასევე უმაღლეს დონეზეც უნდა ითამაშო.


იამალისა და ნიკოს არყოფნაში, სხვა მახასიათებლების ფეხბურთელები გამოვიყენეთ. ამის მიუხედავად, გუნდის სათამაშო არსი კარგად იყო განსაზღვრული. ჩვენ ხარისხი ყველგან გვაქვს. სათამაშო სიღრმის პოვნას ხორხე დე ფრუტოსისა და ხესუს როდრიგესის მეშვეობით ვახერხებთ.


სასიამოვნოა, ისეთი პროფესიული პატივისცემის მიღება, როგორიც ვილი სანიოლმა გამოგვიცხადა. როცა ასეთი მოთამაშეების ჯგუფი გყავს, ძნელია შეცდომა დაუშვა. ისინი შესანიშნავი ბიჭები არიან და ბრწყინვალე პროფესიონალებივით მუშაობენ. ძალიან კარგი გუნდია.


პედრის სრულყოფილი პერფორმანსი ჰქონდა. ის, თავისი სათამაშო კონტროლით, სხვებს ათამაშებს. ყველა ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ის გამორჩეული ფეხბურთელია.


პენალტების სტატისტიკა გასაუმჯობესებელი გვაქვს. მიკელ ოიარსაბალისგან ცუდი ჟესტი არ იყო, რომ ფერან ტორესს პენალტის შესრულების საშუალება მისცა. ორივე გვყავს, სხვებიც გვყავს და თუ ეს ერთი თერთმეტმეტრიანი არ გავიდა, მომავალში დიდი პრობლემა არ გვექნება", - აღნიშნა დე ლა ფუენტემ.


ესპანეთის ნაკრებს უკვე 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს - 16 მოგება და 6 ფრე. ფურია როხამ ბოლოს 2024 წლის მარტში, კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში წააგო.


2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 3 ტურის შემდეგ, ესპანეთს 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. გუნდი 14 ოქტომბერს აუტსაიდერ ბულგარეთს ვალიადოლიდში უმასპინძლებს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ესპანეთის ნაკრები
საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
ესპანეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

14-წლიანი წყევლა გარღვეულია: ბაიერნმა რეალის ბაერიერი გადალახა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

14-წლიანი წყევლა გარღვეულია: ბაიერნმა რეალის ბაერიერი გადალახა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი სკალონის განიხილავს — რა აზრისაა ამაზე თავად არგენტინელი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალი სკალონის განიხილავს — რა აზრისაა ამაზე თავად არგენტინელი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვერცხლი პირველ დღეს - მხეიძემ სარდალაშვილს ფინალში იპონით მოუგო

•ქართული

ქართული

ვერცხლი პირველ დღეს - მხეიძემ სარდალაშვილს ფინალში იპონით მოუგო
•ქართული

ქართული

ხელბურთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - კალანდაძეს ესპანელი ჩაანაცვლებს

•ქართული

ქართული

ხელბურთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - კალანდაძეს ესპანელი ჩაანაცვლებს
•ქართული

ქართული

News image

15 აპრ, 2026

14-წლიანი წყევლა გარღვეულია: ბაიერნმა რეალის ბაერიერი გადალახა

News image

1 სთ წინ

რეალი სკალონის განიხილავს — რა აზრისაა ამაზე თავად არგენტინელი?

News image

15 სთ წინ

ვერცხლი პირველ დღეს - მხეიძემ სარდალაშვილს ფინალში იპონით მოუგო

News image

15 სთ წინ

ხელბურთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - კალანდაძეს ესპანელი ჩაანაცვლებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება