საქართველოს ნაკრებთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი გოლის გამტანმა, იერემი პინომ, შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაფასა.
"დღეს შესანიშნავად ვითამაშეთ. ზუსტად ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა საქართველოს შესაჩერებლად, რომელიც შესანიშნავი გუნდია - განსაკუთრებით დაცვიდან შეტევაში გადასვლაში. დიახ, ჩვენ ხელიდან გავუშვით შანსები. მაგრამ ორი გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ.
რაც შეეხება ჩემს გოლს, როდესაც პედრის ბურთი აქვს, ყველაფერი ხდება! მას მცველებს ზურგს უკან ორი შესანიშნავი პასი უკვე გაკეთებული ჰქონდა და როდესაც დავინახე, რომ რობინ ლე ნორმანი მოძრაობაში იყო, ფხიზლად ვიყავი. მოხარული ვარ, რომ გავიტანე და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ!
თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ და მოგებები გავაგრძელოთ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საკითხს თავისით მოაგვარებს", - უთხრა პინომ ჟურნალისტებს.
22 წლის შემტევმა ეროვნული ნაკრების რიგებში მე-16 შეხვედრა ჩაატარა და მე-4 გოლი შეაგდო.
ესპანეთის ნაკრებს უკვე 22-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს - 16 მოგება და 6 ფრე. ფურია როხამ ბოლოს 2024 წლის მარტში, კოლუმბიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში წააგო.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 3 ტურის შემდეგ, ესპანეთს 9 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. გუნდი 14 ოქტომბერს აუტსაიდერ ბულგარეთს ვალიადოლიდში უმასპინძლებს.