ესპანეთის ნაკრებმა წაუგებელი სერიის საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
ბულგარეთის 4:0 განადგურებით, ოფიციალურ მატჩებში ესპანეთის ნაკრების წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაგრძელდა (24 მოგება, 5 ფრე).
ანალოგიური შედეგი ჰქონდა ნაკრებს 2010-2013 წლებშიც დაფიქსირებული, როცა გუნდს ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა.
უკანასკნელი თამაში გუნდმა 2023 წლის მარტში, შოტლანდიასთან იწვნია.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიასთან პენალტების სერიაში მარცხი ოფიციალურ წაგებად არ ითვლება, რადგან პენალტების სერიებამდე მისული შეხვედრის ოფიციალური შედეგი ფრეა.