„სულელური განცხადებებია“ - გვარდიოლამ რუნის კრიტიკას არსენალთან ზეიმის გამო უპასუხა
პეპ გვარდიოლამ უეინ რუნის მწვავედ უპასუხა მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფორვარდმა მანჩესტერ სიტის ზეიმი არსენალთან გამარჯვების (2:1) შემდეგ გააკრიტიკა. რუნიმ და დენი მერფიმ მოთამაშეების ემოციებს „გადაჭარბებული“ უწოდეს, განსაკუთრებით კი ჯანლუიჯი დონარუმას საქციელი გამოყვეს, რომელიც გულშემატკივრებში გადახტა.
გვარდიოლამ ეს კომენტარები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვების ფასი კარგად იცოდა.
როდესაც ისინი ზეიმობდნენ, ხალხს შეუძლია თქვას ნებისმიერი სულელური რამ, რისი თქმაც სურთ — მათ იზეიმეს, რადგან იციან მეტოქის ფასი
მისი თქმით, წაგების შემთხვევაში ტიტულისთვის ბრძოლა დასრულდებოდა, ამიტომ სამი ქულა ყოველგვარ ხმაურს იმსახურებდა.
პეპმა ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთი მომენტით ტკბობაა და არა მხოლოდ ტიტულის მოპოვების მოლოდინი.
ველოდოთ სეზონის ბოლოს საზეიმოდ? მოდით, რა.. მათ ვუთხარი: 'ყოველი თამაშის შემდეგ მიდით გულშემატკივრებთან და ისიამოვნეთ მომენტით'. რა აზრი აქვს ცხოვრებას ამის გარეშე? მხოლოდ მაშინ უნდა იზეიმო, როცა იგებ? და თუ ვერ იგებ, სულ უნდა იტირო? ეს თამაში ჩვენთვის ფინალი იყო და რა თქმა უნდა, უნდა აღგვენიშნა
ახლა სიტის მთელი ყურადღება ბარნლისთან გასვლაზეა გადატანილი, სადაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ცხრილის სათავეში გადავა. თუმცა, გვარდიოლას პრობლემებიც აქვს: არსენალთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო მოედანზე ვერ გავა გუნდის საკვანძო ნახევარმცველი როდრი. საჩემპიონო რბოლა პიკს აღწევს და პეპი აფრთხილებს მოთამაშეებს, რომ შეცდომის უფლება აღარ აქვთ.