თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ ფიგურული სრიალის საერთაშორისო ტურნირ ბოსფორის თასზე, მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველთა მოცეკვავე წყვილმა რიტმულ ცეკვებში 65.13 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვებში კი - 100.62; ხოლო ორი პროგრამის ჯამში 165.75 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
ამავე ტურნირზე, იუნიორთა კატეგორიაში, ვიცე-ჩემპიონები ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი გახდნენ.