2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
ბორჯღალოსნები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებთა წინააღმდეგ ითამაშებენ.
მსოფლიო თასზე სულ 6 ჯგუფია, თითოეულიდან 2-2 საუკეთესო პლეი-ოფში პირდაპირ გავა, ასევე ამავე საგზურს მიიღებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც.
რაგბის 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიაში, 1-ელი ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, გაიმართება.