UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზონის რუსმა მებრძოლმა, პიოტრ იანმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია.
"მოდი, ვიბრძოლოთ ბაქოში ან აბუ დაბიში, 5 რაუნდი. ჩემი სურვილი ქამრისთვის ბრძოლაა. ამ მომენტში ტოპ 5-დან და ტოპ 10-დან თითქმის ყველა დაკავებულია და სურვილი არ მაქვს, კიდევ ნახევარი წელი დავიცადო.
უმარ, იმედია შენი დაზიანებები მოირჩინე. ვიბრძოლოთ." - დაწერა პიოტრ იანმა სოციალურ ქსელში.
"სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ ამ გამოწვევით. აბუ დაბი, ოქტომბერი" - უპასუხა უმარმა იანს.
UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის რეიტინგში იანი მე-2 ადგილზეა, უმარი კი - მე-3-ზე. ამ წონის საჩემპიონო რემატჩში ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი 7 ივნისს, ნიუ ჯერსიში დაუპირისპირდებიან.