გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფეს მცირე ჩავარდნა აქვს და ბოლო 4-დან მე-3 შეხვედრაში დამარცხდა. კუნძულელებმა ამჯერად, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, იტალიურ ტრაპანისთან წააგეს - 80:83.
მარცხის მიუხედავად, სოლიდური პირადი სტატისტიკა ჰქონდა შერმოს, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა - 13 ქულა, 9 მოხსნა და 1 ასისტი. მის გუნდში უფრო მეტი ქულა მხოლოდ ხაიმე ფერნანდესმა მიითვალა - 16 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი.
4 გამარჯვების შემდეგ, ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში პირველად დამარცხდა და ლიდერობას ჯერაც ინარჩუნებს.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, აუტსაიდერ ბნეი ჰერზილიას სტუმრად შეხვდებიან - 16 დეკემბერს.