ნაიკმა კილიან მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მიღწეული ისტორიული წარმატება, ზედიზედ ორ ტურნირზე მოპოვებული ოქროს ბუცი და მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა, ახალი საავტორო ბუცებით, Mercurial Superfly 11-ით აღნიშნა.
ფრანგი თავდამსხმელის ახალი მოდელი მეტალის ოქროსფერშია გადაწყვეტილი.

დიზაინში ოქროსფერს მწვანე და თეთრი დეტალები ერწყმის, რაც საფრანგეთის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გასვლით ფორმასა და მბაპეს პირველ საავტორო ბუცებს („Bondy Dream“) უკავშირდება.

ბუცის ქუსლზე დატანილია სპეციალური სიმბოლოები: KM, გვირგვინი, ნომერი 999 და ფრანგული მამლის ემბლემა.

გარდა ამისა, ძირზე წარმოდგენილია მბაპეს სავიზიტო ბარათად ქცეული ფრაზა „Hungry For More“ და მისი დაბადების წლის (1998) რომაული ნიშანი XCVIII.
