დღეს, სტამბულში, ევროპა ლიგის რიგით 55-ე ფინალია - გერმანული ფრაიბურგი ტიტულისთვის ინგლისურ ასტონ ვილას ხვდება.
ფრაიბურგმა ლიგის ფაზის გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა, პლეი-ოფში კი ბელგიურ გენკს, ესპანურ სელტასა და პორტუგალიურ ბრაგას მოუგო. რაც შეეხება ასტონ ვილას, ლიგის ფაზაზე მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო პლეი-ოფში ფრანგული ლილი, იტალიური ბოლონია და ინგლისური ნოტინგემი დაამარცხა.
ფრაი თავის 122-წლიან ისტორიაში პირველ ევროპულ ფინალს თამაშობს, ასტონ ვილამ კი 1981-82 წლებში ჩემპიონთა თასი მოიგო, 1982 წელს - უეფა-ს სუპერ თასი და 2001 წელს - ინტერტოტოს თასი.
41 წლის ჯულიან შუსტერი ფეხბურთელობისას ფრაიბურგელთა გამორჩეული წევრი იყო (2008-18 წლებში თამაშობდა) და სამწვრთნელო კარიერაც ამ გუნდში დაიწყო - 2024 წლის მარტიდან. მისთვის პირველი დიდი სამწვრთნელო წარმატებაა, მეორე მხარეს კი უშუალოდ ევროპა ლიგის 4-ჯერ მომგები და კარიერაში 11 ტიტულის მფლობელი უნაი ემერია.
ფრაიბურგისა და ასტონ ვილას ფინალური შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათიდან, სტამბულის ბეშიქთაშ პარკზე გაიმართება. მსაჯი ფრანგი ფრანსუა ლეტიშიეა.