• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ფრან გარსიამ რეალ მადრიდში იერარქია არია
ფეხბურთიფეხბურთი

ფრან გარსიამ რეალ მადრიდში იერარქია არია

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გრძელი და დამღლელი სეზონის განმავლობაში ხშირად დგება მომენტები, როდესაც გუნდის როტაციის მოთამაშეები სცენარის შეცვლას ახერხებენ. სწორედ ასეთ სიტუაციაშია ახლა ფრან გარსია, რომელიც რეალ მადრიდში საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ამჟღავნებს.


Defensa Central-ის ინფორმაციით, გუნდის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა მარცხენა მცველის ბოლო დროინდელი თამაშით ნამდვილად მოხიბლულია.

აღსანიშნავია, რომ სეზონის დიდ ნაწილს გარსია სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, რადგან არბელოა უპირატესობას ალვარო კარერასს ანიჭებდა. ამ უკანასკნელისადმი გამოცხადებულმა ნდობამ ესპანელს შანსები შეუზღუდა და ის ფაქტობრივად ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვა. თუმცა, ფეხბურთში კარები ხშირად მოულოდნელად იღება.


მეორე შანსი ყოველთვის არსებობს


კარერასის ტრავმამ ფრან გარსიას გზა გაუხსნა და მან ეს შანსი იდეალურად გამოიყენა. მისმა დაჯერებულმა თამაშმა არა მხოლოდ შეავსო წარმოქმნილი ვაკუუმი, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მარცხენა ფლანგზე არსებული იერარქია. არბელოა მას უკვე აღარ განიხილავს, როგორც უბრალოდ როტაციის მოთამაშეს, მწვრთნელი გარსიაში ხედავს საიმედო ძალას, რომელსაც მნიშვნელოვანი მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

"მან სასიამოვნოდ გამაოცა. ის ნამდვილად იმსახურებს უფრო მეტ სათამაშო დროს", - ასე მიმართა არბელოამ თავის სამწვრთნელო შტაბს 26 წლის ფეხბურთელზე საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ჯერ არაფერი დადასტურებულა, კლუბის შიგნით სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ გარსიას როლი გუნდში გაიზრდება.


კონკურენცია მარცხენა ფლანგზე


ამ სიტუაციას განსაკუთრებულ სიმწვავეს დროის ფაქტორი მატებს. იმის ფონზე, რომ ალვარო კარერასი მალე დაბრუნდება, ხოლო ფერლან მენდიც მწყობრში ჩადგომას ცდილობს, რეალ მადრიდს იმ პოზიციაზე გაუჩნდა სერიოზული კონკურენცია, რომელიც აქამდე დაჯავშნული ჩანდა.

სწორედ ეს არის ის, რაც სამეფო კლუბს სჭირდება. რეალ მადრიდის დონის გუნდში არავის უნდა ჰქონდეს გარანტირებული ადგილი, შიდა კონკურენცია კი საუკეთესო საშუალებაა მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად. გარსიას აღზევება მხოლოდ მის პირად წარმატებას არ ნიშნავს, ეს არის სიგნალი სხვებისთვის, რომ მოდუნება დაუშვებელია, რაც დაძაბული სეზონის განმავლობაში მთლიან გუნდს ტონუსში ამყოფებს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ლა ლიგა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გუტი: „არბელოასთან დაკავშირებით რეალის ყველა გულშემატკივარი ერთსა და იმავეს იმედოვნებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გუტი: „არბელოასთან დაკავშირებით რეალის ყველა გულშემატკივარი ერთსა და იმავეს იმედოვნებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა დერბიში? ახალი ინფორმაცია მბაპეს ჯანმრთელობაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა დერბიში? ახალი ინფორმაცია მბაპეს ჯანმრთელობაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის შეურაცხყოფისთვის ფანს პატიმრობა ემუქრება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის შეურაცხყოფისთვის ფანს პატიმრობა ემუქრება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მიქაუტაძემ თავის გუნდს მოაგებინა და მატჩის საუკეთესოც გახდა!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მიქაუტაძემ თავის გუნდს მოაგებინა და მატჩის საუკეთესოც გახდა!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

გუტი: „არბელოასთან დაკავშირებით რეალის ყველა გულშემატკივარი ერთსა და იმავეს იმედოვნებს"

News image

5 სთ წინ

ითამაშებს თუ არა დერბიში? ახალი ინფორმაცია მბაპეს ჯანმრთელობაზე

News image

2 სთ წინ

ვინისიუსის შეურაცხყოფისთვის ფანს პატიმრობა ემუქრება

News image

16 სთ წინ

VIDEO: მიქაუტაძემ თავის გუნდს მოაგებინა და მატჩის საუკეთესოც გახდა!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება