პეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონში სამივე საშინაო ტიტულის მოპოვების შესაძლებლობას ჯერჯერობით არ განიხილავს.
სიტიმ ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო, გუშინ ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, პრემიერ ლიგაში კი არსენალს 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციური თანალიდერია.
„საშინაო ტრებლი? ჯერ ძალიან შორია. მხოლოდ ჩემპიონატის ბოლო მატჩის წინ, ასტონ ვილას წინააღმდეგ, გეტყვით, გვაქვს თუ არა ამის შანსი. ახლა კი ეს ძალიან შორსეული პერსპექტივაა.
ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელმა სამი დღით დასვენება შეძლოს. ვუთხარი, რომ ფეხბურთზე არ იფიქრონ და უბრალოდ დაისვენონ. შემდეგ სეზონი განახლდება, წინ ხუთი მატჩი და ინგლისის თასის ფინალი გვაქვს.
ვიტყოდი, რომ პრემიერ ლიგა თითქმის დაკარგულია, ჩვენ ისევ მეორე ადგილზე ვართ - ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი",- აღნიშნა მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა.