ლივერპული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება და მთავარ სამიზნედ ლაიფციგის 19 წლის ვარსკვლავი, იან დიომანდე შეარჩია.
კლუბი მზად არის, მოჰამედ სალაჰის წასვლის შემდეგ შეტევის ხაზი სწორედ კოტ-დ’ივუარელი შემტევით გააძლიეროს. გერმანული კლუბი ფეხბურთელს 87 მილიონ ფუნტად აფასებს.
ჟურნალისტ პიტ ო’რურკის ინფორმაციით, ლივერპული მოლაპარაკებებში ლაიფციგთან არსებული მყარი ურთიერთობის გამოყენებას გეგმავს. ადრე მერსისაიდულმა კლუბმა გერმანელებისგან იბრაჰიმა კონატე (35 მლნ ფუნტი) და დომინიკ სობოსლაი (60 მლნ ფუნტი) შეიძინა, რამაც კლუბებს შორის კარგი კავშირი ჩამოაყალიბა.
„ლივერპულს მართლაც კარგი ურთიერთობა აქვს ლაიფციგთან. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს უპირატესობას მისცემთ მოლაპარაკებებში. ეს არ იქნება იაფი გარიგება, რადგან ლაიფციგს მისი დაკარგვა არ სურს.“
დიომანდეთი მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებიან, თუმცა თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება ენფილდზე თამაშია. არნე სლოტისთვის ახალი ვინგერის დამატება პრიორიტეტულია, დიომანდე კი, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება.