ნიუკასლთან მოგების მიუხედავად, ვიქტორ გიოკერეშის თამაშმა კითხვები კიდევ ერთხელ გააჩინა.
შვედი თავდამსხმელი, რომელიც ტრავმირებული ჰავერცის ნაცვლად ჩაერთო თამაშში, მოედანზე პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო. პირველი ტაიმის ბოლო 13 წუთში მას მხოლოდ ორი შეხება ჰქონდა, მატჩის მიწურულს კი ხელსაყრელი კონტრშეტევა გააფუჭა.
არსენალი, რომელიც ოთხივე ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოდა, ახლა შესაძლოა საერთოდ უტიტულოდ დარჩეს. გუნდმა წააგო კარაბაოს თასის ფინალი, გამოეთიშა ასოციაციის თასს და პრემიერ ლიგაში 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავა.
ამ ფონზე, ლონდონური კლუბი მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავით, ხულიან ალვარესით ინტერესდება. არგენტინელს ესპანურ კლუბში 104 მატჩში 48 გოლი და 17 ასისტი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, არსენალმა მის სანაცვლოდ 105 მილიონი ფუნტი უკვე შესთავაზა ატლეტიკოს, თუმცა უარი მიიღო.
ალვარესი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალის წინააღმდეგ ითამაშებს, მიკელ არტეტასთვის იდეალურ ვარიანტად ითვლება, რათა გუნდმა გადამწყვეტ მომენტებში ქულების დაკარგვის ტენდენცია დაძლიოს.