პსჟ-მ გადაწყვიტა ყურადღება თავისი იმ ორი ფეხბურთელის მხარდაჭერაზე გაამახვილოს, რომლებიც ოქროს ბურთზე არიან ნომინირებული.
პარიზულ კლუბს ჯილდოზე ყველაზე მეტი ნომინანტი ჰყავს: აშრაფ ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ვიტინია, მარკინიოსი, ჟოაუ ნევეში, ვილიან პაჩო, ფერან ტორესი, ფაბიან რუისი, ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე. ფავორიტებად კი პირველ რიგში ჩამოთვლილთაგან ბოლო სამი მოიაზრებოდა.
Le Parisien-ის ინფორმაციით, დედაქალაქურმა კლუბმა გადაწყვიტა მხარდაჭერილი პრეტენდენტების წრე სამის ნაცვლად ორ კანდიდატურამდე შეამციროს. პსჟ ფსონს დემბელესა და კვარაცხელიაზე დადებს და მათ თავის მთავარ კოზირებად მიიჩნევს. რაც შეეხება ფაბიან რუისს, მიჩნეულია, რომ ნახევარმცველს ფართო აღიარება აკლია და თავისი ორ გუნდელთან შედარებით, შთამბეჭდავი სტატისტიკითაც ვერ დაიკვეხნის.
ამ კამპანიის პირველი ნაბიჯი გახდა დემბელეს გამოსვლა Ligue 1+-ის ეთერში ბრესტთან მოპოვებული გამარჯვების (1:0) შემდეგ, სადაც მან ოქროს ბურთთან დაკავშირებით კილიან მბაპეს სიტყვებს უპასუხა.
ამასთან, აღინიშნება, რომ სეზონის მსვლელობის, ამა თუ იმ მოთამაშის შედეგებისა და გამოკითხვების მონაცემების მიხედვითაც კი, პარიზელებს შეუძლიათ თავიანთი არჩევანი კიდევ უფრო კონკრეტული გახადონ და ყურადღება ერთ კანდიდატურაზე გაამახვილონ.
მომავალ კვირას მარსელის წინააღმდეგ გასამართმა მატჩმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაში.