კენჭისყრის დაწყებისთანავე ევროპის ჩემპიონმა გადაწყვიტა, მთავარი ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლაში არა სამი, არამედ ორი კანდიდატი გამოარჩიოს.
France Football-ის ოქროს ბურთისთვის ბრძოლამ წელს უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რადგან ჯილდოს მოგების რეალური პრეტენდენტების რაოდენობა ძალიან დიდია.
პსჟ-ს 9 ნომინანტი ჰყავს, ხოლო თუ ფერან ტორესსაც ჩავთვლით, რომელიც ამ ზაფხულს ბარსელონადან გადავიდა პარიზულ კლუბში - 10. შესაბამისად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა მესამედი პსჟ-ს წარმოადგენს.
თუმცა, Le Parisien-ის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონებმა გადაწყვიტეს, მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და მედიური კამპანიის მთავარი აქცენტი ორ ფეხბურთელზე გააკეთონ - მოქმედ გამარჯვებულ უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელიც გასული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ეს შერჩევის პირველი ეტაპია. აღსანიშნავია, რომ შაბათს დემბელე და კვარაცხელია France Football-ის გარეკანზე ფაბიან რუისთან ერთად მოხვდნენ. ესპანელმა ნახევარმცველმა ორი ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიგო - ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო საკუთარ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა.
ოქროს ბურთის გამარჯვებული 26 ოქტომბერს, ლონდონში გამოვლინდება.
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - ლეგენდარული ძიუდოისტის პასუხი