პარი სენ-ჟერმენმა ტედი რინერის დაბრუნება გამოაცხადა, რომელმაც კლუბთან თანამშრომლობა 2028 წლამდე გააგრძელა.
რინერი „წითელ-ლურჯებს“ პირველად 2017 წელს შეუერთდა და ძიუდოს სექციის აღორძინებაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. 5-გზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონი ახლა პარი სენ-ჟერმენში ბრუნდება, რომელთანაც მას თითქმის 20-წლიანი მჭიდრო კავშირი აქვს.
მისი დაბრუნება „წითელ-ლურჯების“ ფორმით ბოლო გამოსვლიდან წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის შემდეგ შედგა, ბოლოს მან პსჟ-ის სახელით 2024 წლის ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა.
პსჟ-ში დაბრუნების შემდეგ ლეგენდარულმა ძიუდოისტმა 2026 წლის ოქროს ბურთზეც ისაუბრა:
ოქროს ბურთი? ის პარიზელი იქნება. სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. მე კვარას და უსმანს დავასახელებდი.