ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც კატარის დედაქალაქ დოჰაში ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა, პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ეწვია.
ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელმა ქართველ ვარსკვლავს პირადად გამოუცხადა მხარდაჭერა და სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა მძიმე დაზიანება ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო. სავარაუდო სარეაბილიტაციო პერიოდი 7-დან 9 თვემდე გაგრძელდება.
ქართველ ფეხბურთელს მხარდაჭერა პარიზელმა ქომაგებმაც გამოუცხადეს. პარი სენ-ჟერმენის 7-ნომრიანი მაისურებით შეკრებილმა ფანებმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გავრცელეს: „ყველანი შენ გვერდით ვართ, ძმაო. დაბრუნდი უფრო ძლიერი“.