ევროლიგის მე-13 ტური საინტერესო ქართული დაპირისპირებით გაიხსნა.
ლიმასოლში (სადაც ისრაელის კლუბი საშინაო მატჩებს მართავს) თელ ავივის მაკაბიმ დუბაის უმასპინძლა და ანგარიშით 74:80 დამარცხდა. მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია და ნატურალიზებული ამერიკელი, კამარ ბოლდუინი წარდგნენ.
შეხვედრა მაკაბის უპირატესობით დაიწყო და ტაიმი მათი გამარჯვებით, 47:40 დასრულდა. თუმცა, შესვენების შემდეგ დუბაის კალათბურთელებმა თამაში გამოასწორეს, მესამე და მეოთხე მეოთხედები დამაჯერებლად მოიგეს (18:15, 22:12) და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.
ორივე ქართველი კალათბურთელი პარკეტზე სასტარტო ხუთეულიდან გამოვიდა. ბოლდუინმა 22 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა (10-დან 5 ზუსტი სროლა, მათ შორის 2 სამქულიანი). შენგელიამ კი მოედანზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 6 ქულა და 2 მოხსნა მოუტანა (6-დან 1 ზუსტი სროლა და 4-დან 3 საჯარიმო).
ამ მატჩის შემდეგ, დუბაი 9 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, მაკაბი კი 3 გამარჯვებითა და 10 წაგებით მე-18 ადგილს იკავებს.