ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"ქართული ფეხბურთისთვის საოცარი ამბავია" - სანიოლი ლივერპულის გვერდს ესაუბრა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ქართული ფეხბურთისთვის საოცარი ამბავია" - სანიოლი ლივერპულის გვერდს ესაუბრა

16 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულის ოფიციალური გვერდი გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ესაუბრა.


პრემიერ ლიგაში მხოლოდ ხუთ ქართველს უთამაშია, სანიოლს კი იმედი აქვს, რომ 24 წლის მეკარის გადასვლას ინგლისში მისი თანამემამულეების ინსპირაცია შეუძლია.


"ეს ძალიან დიდი და პოზიტიური ამბავი იყო ქართული ფეხბურთისა და მისი განვითარებისთვის. საქართველოს სჭირდება მოთამაშეები ტოპ ლიგასა და ტოპ კლუბებში.


და, რა თქმა უნდა, როცა N1 მეკარე ლივერპულში გადადის, ეს საოცარი და ძალიან პოზიტიური ამბავია - არა მარტო გიორგისთვის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის.


იმედია, ეს არა მხოლოდ მაგალითი, არამედ მიზანი იქნება ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის, რომ იშრომონ ბევრი რაღაც მიზნის მისაღწევად."


მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტი 2021 წლის სექტემბერში სწორედ სანიოლის ხელში შედგა, ევრო 2024 კი გიორგიმ ყველაზე მეტი (29) მოგერიებით დაასრულა.


"არ მინდა ვთქვა, რომ მოულოდნელი, მაგრამ ვფიქრობ, გიორგის ძალიან, ძალიან სწრაფი ევოლუცია ჰქონდა ვალენსიაში.


ლივერპულის მეკარედ გახდომა, რა თქმა უნდა, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის საკმარისად სტაბილურია მის თავში და განსხვავებული სახის წნეხს გაუმკლავდება.


ყოველთვის რთულია ცოდნა, თუ როგორი რეაქცია ექნება ხალხს, მაგრამ რაც აქამდე მინახავს, მასში ეჭვი არ მეპარება.


როცა შენს კარიერას საქართველოში იწყებ და შეგიძლია ესპანურ ფეხბურთს ასე სწრაფად მოერგო, ეჭვი არ მეპარება, რომ ინს ინგლისურ ფეხბურთსაც ძალიან კარგად შეეგუება."



სანიოლმა ისაუბრა, თუ რას უნდა ელოდონ წითლები მამარდაშვილისგან.


"ის ბოლო 3 წელიწადში ძალიან განვითარდა - არა მხოლოდ მოთამაშე, არამედ ადამიანიც.


ის არა მარტო ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა მოედანზე, არამედ შემადგენლობაშიც. ის ნამდვილად ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია.


ვიტყოდი იმ ლიდერობას, რომელსაც ის ჩვენთან აჩვენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ამას ლივერპულშიც გააკეთებს.


ის ნამდვილად არის მეკარე, რომელიც ბევრ ქულას მოგიტანთ სეზონის განმავლობაში. ხაზზე ის მაღალია, მაგრამ ასევე ძალიან სწრაფია.


თავის საჯარიმოში მოგერიებას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ის ამ მომენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.


მან ასევე იცის, როგორ მოუტანოს თავდაჯერება სხვებს, რადგან ის მეტად მშვიდია. მას ძალიან პოზიტიური სიწყნარე აქვს."


"ჩემი ისტორიის დაწერა მსურს" - გიორგი მამარდაშვილის პირველი ინტერვიუ ლივერპულში

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გიორგი მამარდაშვილი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
ქართული ფეხბურთი
ვილი სანიოლი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

VIDEO: დებიუტი - ქოჩორაშვილის მომენტები სელტიკთან ამხანაგურ მატჩში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დებიუტი - ქოჩორაშვილის მომენტები სელტიკთან ამხანაგურ მატჩში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

VIDEO: დებიუტი - ქოჩორაშვილის მომენტები სელტიკთან ამხანაგურ მატჩში

News image

15 ივლ, 2025

ოფიციალურად: ივა გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს

News image

15 ივლ, 2025

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

News image

8 სთ წინ

ოფიციალურად: აბუაშვილი მეცის ფეხბურთელია!