მიმდინარე კვირაში ქართველების მონაწილეობით არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართება - დღევანდელ ბლოგში ეროვნულ ლიგასა თუ ევროპის ტოპ ჩემპიონატების გამორჩეულ ქართულ მატჩებზე მოგიყვებით.
დინამო თბილისი - იბერია
დინამოზე ეროვნული ლიგის 31-ე ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება - ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი დედაქალაქური გუნდები თბილისის დინამო და იბერია 1999 დაუპირისპირდებიან. მატჩი შაბათს, 31 ოქტომბერს, 19:00-ზე გაიმართება - უმნიშვნელოვანესი თამაშის შესახებ უფრო ვრცლად მატჩის ანონსში მოგიყვებით.

დინამო U19 - კოპენჰაგენი U19
28 ოქტომბერს უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე რაუნდში დინამოს 19-წლამდელები კოპენჰაგენის თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
თბილისელებმა ახალგაზრდული ლიგის პირველ რაუნდში მინსკის დინამოს დაუპირისპირდნენ. ორი მატჩის ჯამში გუნდებმა 6-6 ითამაშეს - თბილისელებმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოახერხეს.
კოპენჰაგენთან ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, 19:00-ზე დინამო არენაზე გაიმართება.

27 ოქტომბერი:
გერმანიის თასი. 23:45 - ლუკა ლოჩოშვილის კიოლნი v უნიონ ბერლინი
28 ოქტომბერი:
სერია ა. 21:30 - პარმა v ჩაკვეტაძის უდინეზე
ესპანეთის თასი. 00:00 - რეკრეატივო v წიტაიშვილის რაიო ვალეკანო
ესპანეთის თასი. 00:00 - მანასორი v მიქაუტაძის ვილიარეალი
29 ოქტომბერი:
ევროთასი. 00:00 - შერმადინის ლაგუნა ტენერიფე v ვენეცია
ინგლისის ლიგის თასი. 00:00 - მამარდაშვილის ლივერპული v ჩელსი
სერია ა. 21:30 - კვერნაძის ფროზინონე v ლეჩე
ესპანეთის თასი. 00:00 - ხერესი v ტაბატაძის და გოჩოლეიშვილის კადისი
ესპანეთის თასი. 00:00 - ლებრიანა v საზანოვის ხეტაფე
30 ოქტომბერი:
ესპანეთის თასი. 00:00 - რიბადესელა v გულიაშვილის რასინგი
31 ოქტომბერი:
საფრანგეთის ლიგა 2. 23:00 - გენგანი v დავითაშვილის სენტ-ეტიენი
სერია ა. 21:00 - ჩაკვეტაძის უდინეზე v რომა
ლა ლიგა. 00:00 - მიქაუტაძის ვილიარეალი v ესპანიოლი
ლა ლიგა 19:15 - წიტაიშვილის რაიო ვალეკანო v სელტა
ბუნდესლიგა 2. 23:30 - კარლსრუე v ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი

1 ნოემბერი:
პრემიერ ლიგა. 20:30 - მამარდაშვილის ლივერპული v არსენალი
სერია ა. 18:00 - კვერნაძის ფროზინონე v ტორინო
ლა ლიგა. 17:00 - საზანოვის ხეტაფე - ქოჩორაშვილის სევილია
ლა ლიგა. 19:15 - გულიაშვილის რასინგი v მადრიდის რეალი
ბუნდესლიგა. 18:30 - უნიონ ბერლინი v ლუკა ლოჩოშვილის კიოლნი