ბელგიაში სირკუს ზოლდერის ავტოდრომზე, NASCAR-ის ევროპის სერიების ბოლო ეტაპი გაიმართა.
ევრონასკარის 2026 წლის ჩემპიონები ქართველი მრბოლელები - სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია გახდნენ. თავართქილაძემ გამარჯვება მასტერსის კლასში მოიპოვა, ქაჯაიამ - ჩელენჯერ თროფიში.
ევროპული ნასკარის სერიები სეზონში 12 რბოლას მოიცავს და ტურნირის ჩემპიონს 12-ვე რბოლის შედეგად დაგროვებული ქულებით ავლენენ.
სანდრო თავართქილაძე და სანდრო ქაჯაია ნიდერლანდური გუნდის, Bleekemolen-ის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ. სანდრომ ბელგიის ფინალური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა, რვა ეტაპის ჯამში კი როკი ჩელენჯის ვიცე-ჩემპიონი გახდა.