პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ტყვიის სროლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, იოანე ხვარეშიამ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიგო.
სოლო ტურნირის კატეგორიაში, ხვარეშიამ ფინალამდე მისვლა შეძლო, იქ კი უკრაინელ მაქსიმ კამინსკის 10:5 აჯობა და ბოლო ორ დღეში ევროპის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.
საქმე ისაა, რომ ქართველმა სპორტსმენმა, 4 აგვისტოს, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლის ფინალურ ეტაპზე 241.4 ქულა მოაგროვა და ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე 6 მედალია - 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.
საქართველოს ოქროს დღეები გრძელდება - ტყვიის სროლაში კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი გვყავს