პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ტყვიის სროლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ელიზავეტა ბოიარშინოვამ ჩემპიონობა იზეიმა.
მრგვალ სტენდზე სროლის დისციპლინაში, ბოიარშინოვამ ფინალური შეხვედრა პოლონელ სპორტსმენს 7:3 მოუგო და ოქროს მედალი გაიფორმა.
მიმდინარე ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებისთვის მე-5 მედალია - იოანე ხვარეშია ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა, მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის შერეული წყვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, მარიამ აბრამიშვილმა ვერცხლის მედალი მოიგო, ხოლო მარიამ მარშავამ და სალომე ფროდიაშვილმა, 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში, გუნდურ ჩათვლაში, ოქროს მედალი მოიპოვეს.
ევროპა ქართველი ტყვიის მსროლელების ისტორიულ წარმატებაზე ლაპარაკობს