ტორპედო ქუთაისმა კონფერენს ლიგის 2026-26 წლების სეზონის გათამაშებაზე გამოსვლა პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა.
იმერული კლუბი აზერბაიჯანულ ზირასთან, პირველი მატჩის 0:3 წაგების შემდეგ, ქუთაისშიც ამავე ანგარიშით დამარცხდა და, საბოლოოდ, 0:6 განადგურდა.
სტუმართა შორის, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა დავით ვოლკოვმა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.
ზირა შემდეგ რაუნდში ესტონურ პაიდეს დაუპირისპირდება.