უნგრეთში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის სარეიტინგო სერიაზე, მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა 1 მედალი მოიპოვა.
79 კგ. წონით კატეგორიაში, ლუკა ჩხიტუნიძემ ორი შეხვედრა მოიგო, 1/2 ფინალში დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ყაზახ შამსატ ტაირის რთულად აჯობა (9:8) და საპრიზო ადგილი გაიფორმა.
ჩხიტუნიძემდე, ჩვენს გუნდს 4 მედალი ჰქონდა მოპოვებული - ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.) ჩემპიონი გახდა, აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ.) და რობერტ დინგაშვილმა (57 კგ.) ვერცხლის მედალი მოიგეს, ხოლო თორნიკე სამხარაძე (86 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორობას დასჯერდა.
შედეგად, საქართველოს ნაკრების აქტივში 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.