გიორგი ქვილითაია მეცის აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ თვის მოთამაშის ნომინაციაზე კიდევ ერთი ქართველ იყო წარდგენილი. გიორგი ქვილითაიამ გიორგი წიტაიშვილს, პაპე სისა და სადიბუ სანეს აჯობა.
ქართველმა თავდამსხმელმა აპრილში 2 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ქვილითაიამ პარიზისა და ლე ავრის კარები აიღო.
შეგახსენებთ, რომ ქართველების მეცი ლიგა 1-დან უკვე ოფიციალურად გავარდა და მომდევნო წელს ლიგა 2-ში გაატარებს.
