• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
აზიური ათეული „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

აზიური ათეული „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი მეტოქის ხსენებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა - ვილი სანიოლის გუნდი 5 ივნისს, თბილისში ბაჰრეინს უმასპინძლებს. ჯუჯა კუნძულოვან არაბულ ქვეყანასთან „ჯვაროსნები“ ისტორიაში პირველად ითამაშებენ.


მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 91-ე პოზიციაზე მყოფი ბაჰრეინი რიგით მე-11 აზიური ნაკრებია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი შეხვდება. აქამდე „ჯვაროსნებს“ ათ სხვადასხვა აზიურ ნაკრებთან უთამაშიათ.


საინტერესო ფაქტია, რომ ქართველთა აზიური საფეხბურთო თავგადასავალი ახლო აღმოსავლეთში, მათზე დასავლეთით მყოფ ქვეყნის ნაკრებთან დაიწყო - პირველი აზიური მეტოქე ლიბანი იყო, ვისთანაც დროებითი მწვრთნელის, ვლადიმირ გუცაევის ექსპერიმენტულმა, პრაქტიკულად ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1996 წლის დეკემბერში ორი ამხანაგური მატჩი გამართა.


სამდღიან ინტერვალში გამართულ უხვგოლიან შეხვედრებს დედაქალაქმა ბეირუთმა უმასპინძლა, საქართველოს ნაკრები კი ორივეში დამარცხდა, ჯერ 2:4, მერე კი 2:3.


„კედარებს“ იმხანად ცნობილი უელსელი ტერი იორათი წვრთნიდა, ნაკრებში კი არაერთი სომეხი ეროვნების ფეხბურთელი თამაშობდა. 5 დეკემბერს გამართულ მატჩში, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ალექსანდრე იაშვილისა (52’) და გიორგი კიკნაძის (67’) გოლებით დაწინაურებულ ქართველებს პირველი გოლი 70-ე წუთზე ვარდან ღაზარიანმა გაუტანა, რასაც რვაწუთიან მონაკვეთში კიდევ ორი გოლი მოყვა, საფინალო სასტვენამდე წუთით ადრე კი მასპინძლებმა მეოთხე გოლიც გაუტანეს გუცაევის გუნდს. აღსანიშნავია, რომ ორი ყვითელი ბარათის გამო 65-ე წუთზე მოედანი ნაადრევად დატოვა კახა კალაძემ.


8 დეკემბრის მატჩში ანგარიში კვლავ საქართველომ გახსხნა - თავი მე-13 წუთზე გიორგი გახოკიძემ გამოიჩინა, რასაც ლიბანმა ორ წუთში ჰასან აიუბის პენალტით უპასუხა. 23-ე წუთზე მასპინძლები წინ გავიდნენ, ერთ წუთში კი ლევან ცქიტიშვილმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა „კედარებმა“ ღაზარიანის გოლით მალევე იხეირეს და შეხვედრაში მეტი ბურთი აღარც გასულა.


ოთხი წლის შემდეგ ჩვენებურებს წარუმატებელი ვიზიტი გამოუვიდათ თეირანშიც. იმ პერიოდის ძლიერი ირანის ნაკრები ქართველებს სრულიად გადახალისებული შემადგენლობით დაუხვდა, თუმცა გამარჯვება მაინც იზეიმა.


„აზადიზე“ მასპინძლები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, ტაიმის შუაწელს კი სხვაობა ორამდეც გაზარდეს. დავით ყიფიანის გაწვრთნილი გუნდიდან მეორე ნახევარში ერთი ბურთი მიხეილ ყაველაშვილმა 65-ე წუთზე გაქვითა, სხვა საინტერესო კი შეხვედრაში არც არაფერი მომხდარა.


აზიურ გუნდთან პირველი გამარჯვება საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შინ, „დინამო არენაზე“ გამართულ ამხანაგურ მატჩში იზეიმა, როდესაც დროებითი მწვრთნელის, გაიოზ დარსაძის დამოძღვრილმა „ჯვაროსნებმა“ იორდანიის ნაკრებს საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 სძლიეს.


საქართველო გიორგი დემეტრაძის გოლით მე-4 წუთზე დაწინაურდა, მაგრამ არაბებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, მეორე ნახევრის 59-ე წუთზე კი სულაც წინ გაიჭრნენ. ხუთ წუთში ნაკრების მთავარმეგოლე შოთა არველაძემ ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი დემეტრაძემ 75-ე წუთზე მიიწერა.


ორი წლის მერე ჩვენმა ნაკრებმა არაბებთან სტუმრადაც მოიგო: ყატარის ქალაქ ალ-რაიანში კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა მასპინძლები 2:1 დაამარცხა. ნახევრად-კურიოზული გოლებით თავი ჯაბა კანკავამ და შეცვლაზე შესულმა ლაშა სალუქვაძემ (ამ უკანასკნელმა ნაკრებში ერთადერთი გოლით) გამოიჩინეს და ურუგვაელი ხორხე ფოსატის გაწვრთნილი მასპინძლები დაჩაგრეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველთა ორივე გოლში სენეგალური ფესვების მქონე უხეიროდ მოთამაშე მეკარეს, მოჰამედ საყრსაც მიუძღვის წვლილი.


აზიურ-არაბულ გუნდთან „ჯვაროსნების“ მორიგი გამარჯვება 2014 წლის 29 მაისს, ნეიტრალურ მოედანზე, ესპანეთში, იმხანად დასუსტებულ საუდის არაბეთის წინააღმდეგ შედგა. თორნიკე ოქრიაშვილმა და ვლადიმერ დვალიშვილმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს „მწვანე შევარდნებს“ და თემურ ქეცბაიას გუნდს გამარჯვება გაუფორმეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ოქრიაშვილის საჯარიმო დარტყმიდან ბრწყინვალე შესრულება.


რამდენიმე დღის შემდეგ, 3 ივნისს, ქეცბას კრებულმა მორიგი ამხანაგური მატჩი აზიურ ნაკრებთან დათმო: არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებმა შვეიცარიის პატარა ქალაქ მერენში, ასიოდე მაყურებლის თვალწინ 1:0 დაამარცხა „ჯვაროსნები“.


2017 წლის დასაწყისში ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ორ აზიურ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან გამართა საერთაშორისო ამხანაგური მატჩები. 23 იანვარს, ძირითადად ეროვნული ლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებული „ჯვაროსნები“ დუბაიში უზბეკეთს დაუზავდნენ: ელდარ შომუროდოვის დუბლს დებიუტანტმა თემურ შონიამ და საბა ლობჟანიძემ უპასუხეს, ორი დღის შემდეგ კი იორდანიასთან 0:1 დამარცხდნენ.


შესაძლოა, ყველაზე ძლიერ აზიურ ნაკრებს საქართველო 2019 წელს ეპაექრა: ვლადიმირ ვაისის გუნდმა, სექტემბერში, პორტუგალიელი პაულო ბენტოს გაწვრთნილ სამხრეთ კორეას არაფერი დაუთმო და ჰინ-მინ სონსა და კომპანიასთან საბრძოლო ფრე 2:2 დააფიქსირა. ჩვენებურებიდან გოლები ჯანო ანანიძემ და გიორგი ქვილითაიამ გაიტანეს. კორეელებთან მატჩში შედგა ზურიკო დავითაშვილის სანაკრებო დებიუტიც.


2021 წელს ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა გორში უზბეკეთს 1:0 სძლია: სრეჩკო კატანეცის გაწვრთნილ „თეთრ მგლებს“ გოლი ტაიმის მიწურულს დავით ვოლკოვმა გაუტანა და ეროვნულ გუნდში თავისი პირველი გოლი მიითვალა.


შორეულ თუ ახლო აღმოსავლეთის გუნდებთან უკანასკნელი გამარჯვებები კი „ჯვაროსნებს“ ფეერიული გამოუვიდათ: ვილი სანიოლის ბიჭებმა 2023 წლის მარტში ჯერ ბათუმში მონღოლეთი გაანადგურეს 6:1, ოქტომბერში კი თბილისში „მიხეილ მესხზე“ ტაილანდელებს გამოუყვანეს წირვა, სარეკორდო ანგარიშით 8:0.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
სამხრეთ კორეა
საქართველო
უზბეკეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: სერიაში ისევ მასპინძელმა მოიგო - მამუს ტორონტომ სეზონი დაასრულა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: სერიაში ისევ მასპინძელმა მოიგო - მამუს ტორონტომ სეზონი დაასრულა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - მექვაბიშვილის გუნდმა 3 ქულა რთულად აიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - მექვაბიშვილის გუნდმა 3 ქულა რთულად აიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: თოკოს კარგი მატჩი - ბარსამ აუტსაიდერთან ადვილად მოიგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: თოკოს კარგი მატჩი - ბარსამ აუტსაიდერთან ადვილად მოიგო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა - აზაროვის შახტარმა დინამო კიევს მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა - აზაროვის შახტარმა დინამო კიევს მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

7 სთ წინ

VIDEO: სერიაში ისევ მასპინძელმა მოიგო - მამუს ტორონტომ სეზონი დაასრულა

News image

1 სთ წინ

VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - მექვაბიშვილის გუნდმა 3 ქულა რთულად აიღო

News image

1 სთ წინ

VIDEO: თოკოს კარგი მატჩი - ბარსამ აუტსაიდერთან ადვილად მოიგო

News image

34 წთ წინ

VIDEO: საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა - აზაროვის შახტარმა დინამო კიევს მოუგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება