ხორვატიაში გამართულ ქვიშის ჭიდაობის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა.
ოქროს მედალს იოანე სხილაძე (70 კგ.) და ნურადინ მუსტაფაევი (90 კგ.) დაეუფლნენ; ბრინჯაოს მედალი კი ტარიელ საათაშვილმა (60 კგ.), ბიძინა ჯინჭარაძემ (70 კგ.), დავით გორგაძემ (80 კგ.) და ზებურ აბაშიძემ (90 კგ.) მოიპოვეს.
შედეგად, 2 ოქროსა და 4 ბრინჯაოს მედლით, ჩვენმა ნაკრებმა ტურნირის საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, 15-წლამდელთა შორის, ხვიჩა ბერიძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონი გახდა.