ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ტანვარჯიშის იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე, ნიტა ჯამაგიძემ ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა.
მხატვრულ ტანვარჯიშში, იუნიორთა შორის, ქართველმა სპორტსმენმა ფინალში 26.900 ქულა მოაგროვა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონის სტატუსი დაიმსახურა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველადაა, როცა მხატვრულ ტანვარჯიშში ქართველმა იუნიორმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
აქვე აღვნიშნოთ, რომ მაისის დასაწყისში ბაქოში გამართულ ევროპის თასზე ჯამაგიძემ ასევე ოქროს მედალი მოიგო.
ტანვარჯიში - ნიტა ჯამაგიძე ევროპის თასის ჩემპიონი გახდა