დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ტორპედო ქუთაისს ვერ მოუგო, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში მოცემულობა შეიცვალა.
თემურ ქეცბაიას გუნდს შეეძლო, დინამო ბათუმისა და იბერია 1999-სთვის თუნდაც დროებით გადაესწრო და მათ ურთიერთშეხვედრას ამ რეალობით დალოდებოდა, ახლა კი ორივე მათგანმა მეტი უპირატესობა მიიღო.
1. იბერია 1999 (თბილისი) - 60 ქულა;
2. დინამო (თბილისი) - 59 ქულა;
3. დინამო (ბათუმი) - 58 ქულა;
4. რუსთავი (რუსთავი) - 56 ქულა;
5. ტორპედო (ქუთაისი) - 44 ქულა;
6. დილა (გორი) - 43 ქულა;
7. სამგურალი (წყალტუბო) - 39 ქულა;
8. სპაერი (თბილისი) - 32 ქულა;
9. გაგრა (თბილისი) - 31 ქულა;
10. მეშახტე (ტყიბული) - 23 ქულა.
აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმს ორივე კონკურენტზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს და პოტენციურად პირველ ადგილზე სწორედ ისაა.
იბერიელები 21 ნოემბერს სტუმრად სამგურალთან ითამაშებენ, ხოლო დინამო ბათუმი იმავე დღეს ასევე საჩემპიონო შანსის მქონე რუსთავს მასპინძლობს.
VIDEO: უმნიშვნელოვანესი შედეგი საჩემპიონო რბოლაში - რა მოხდა ქართულ კლასიკოში?