ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, სპაერისა და მეშახტეს მატჩისას (2:3), ზღაპრული სილამაზის გოლი გავიდა.
ტყიბულელთა ნახევარმცველმა, ცოტნე ფაცაციამ შეაგდო გოლი, რომელსაც პუშკაშის ჯილდოს ნომინანტობაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია.
26 წლის ფაცაციამ მიმდინარე ჩემპიონატში მეოთხედ გაიტანა და ცალსახად ყველაზე ლამაზი გოლი სწორედ ესაა.
უშუალოდ სპაერთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 3:2 გაიმარჯვა და პლეი-აუტში თამაშის მათემატიკური შანსი შეინარჩუნა.