იბერია 1999

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა შეცდომას უშვებს პიოტრ იანი? - შონ ო'მალის მოსაზრება
ქართულიქართული
UFCUFC

რა შეცდომას უშვებს პიოტრ იანი? - შონ ო'მალის მოსაზრება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შონ ო’მალიმ სუპერმსუბუქი წონის მომავალი საჩემპიონო ბრძოლის შესახებ საკუთარი მოსაზრება შეცვალა, რისი მიზეზიც მოქმედი ჩემპიონის დაბრუნების ვადებია.


გასაკვირი არ არის, რომ ო’მალი UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება, პიოტრ იანის გამარჯვებას გულშემატკივრობს.


თუ რუსი მებრძოლი ტიტულს წარმატებით დაიცავს, შესაძლოა მისი და ო’მალის დაპირისპირება შედგეს, რომელსაც თავად ამერიკელი სუპერმსუბუქი წონის ისტორიაში ყველაზე დიდ ბრძოლად მიიჩნევს.


მიუხედავად იმისა, რომ ო’მალის კვლავ სურს ამ ბრძოლის გამართვა, მისი თავდაჯერება შემცირდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რა სირთულეების გადალახვა მოუწია No Mercy-ს ოქტაგონზე დაბრუნებამდე.


მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო მმართველობა დაასრულა და ქართველ მებრძოლთან რევანში აიღო, ორივე სპორტსმენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.


ცნობილია, რომ მოქმედმა ჩემპიონმა ტიტულის დაცვა ზურგზე ჩატარებული 9-საათიანი ოპერაციის გამო ვერ შეძლო.


სწორედ ეს საკითხი გახდა შონ ო’მალის განხილვის მთავარი თემა. მისი აზრით, შესაძლოა იანს დიდი დრო დასჭირდეს ოპტიმალური სპორტული ფორმის დასაბრუნებლად, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინ კიდევ ერთი მძიმე ბრძოლა ელის.


„ეს პიოტრისთვის კარგი ნამდვილად არ უნდა იყოს. ასეთი ოპერაციების შემდეგ ორგანიზმს სრულად აღსადგენად 4-5 თვე სჭირდება“, - განაცხადა ო’მალიმ საკუთარ YouTube-არხზე.


ამ მოსაზრების გასამყარებლად ამერიკელმა მებრძოლმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა.


მას შემდეგ, რაც UFC 316-ზე მერაბ დვალიშვილთან მეორედ დამარცხდა, „შუგამ“ აღნიშნა, რომ ზურგის ოპერაციიდან 6-7 თვის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნება მის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო.


ამასთან, მისი თქმით, თავად გაცილებით ნაკლებად რთული ოპერაცია გადაიტანა, ვიდრე იანმა.


ო’მალის განმარტებით, განმეორებითი დაპირისპირების წინ მის მეტოქეს თავდაჯერება მომატებული ჰქონდა, თავად კი სასურველი სპორტული ფორმისგან ჯერ კიდევ შორს იყო.


ეს გარემოება ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ჩემს შეხედულებას მნიშვნელოვნად ცვლის. მეგონა, პიოტრი ოქტაგონზე გავიდოდა და სრულ დომინაციას დაამყარებდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბრძოლამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ოპერაცია გაიკეთა, ბევრ რამეს ცვლის.


შონ ო’მალის მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და 4 წლის წინ აბუ-დაბიში პიოტრ იანთან გამართული ბრძოლა გაიხსენა.


მაშინ ო’მალი და მისი გუნდი აბუ-დაბიში ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩავიდნენ, რათა ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია გაევლოთ.


უელჩის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში ღონისძიებამდე მხოლოდ 6 დღით ადრე ჩავა.


მწვრთნელმა ეს გარემოება იანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საპირწონე არგუმენტად მოიყვანა.


თავის მხრივ, „შუგამ“ მწვრთნელს უთხრა, რომ საკუთარი გამოცდილებით, ადგილობრივ პირობებთან შეგუებისა და თავს კარგად გრძნობისთვის დაახლოებით 6 დღე დასჭირდა, რაც საბოლოოდ სრულფასოვანი ადაპტაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.


მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგიის მე-3 ბრძოლა 24 ოქტომბერს, აბუ დაბიში UFC 333-ზე გაიმართება.


დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მერაბ დვალიშვილი
MMA
პიოტრ იანი
შონ ო'მალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოქტაგონიდან სამზარეულოში: რა პროექტს გეგმავს ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთად?

•UFC

UFC

ოქტაგონიდან სამზარეულოში: რა პროექტს გეგმავს ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთად?
•UFC

UFC

"მერაბმა მინდა ერთი რამ იცოდეს" - გორგოძე დვალიშვილს მიმართავს

•ქართული

ქართული

"მერაბმა მინდა ერთი რამ იცოდეს" - გორგოძე დვალიშვილს მიმართავს
•ქართული

ქართული

ჩოხელი: ,,თუ საქართველოს სახელით არ ვიასპარეზებ, სპორტში არ ვიქნები"

•ქართული

ქართული

ჩოხელი: ,,თუ საქართველოს სახელით არ ვიასპარეზებ, სპორტში არ ვიქნები"
•ქართული

ქართული

დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები

•ქართული

ქართული

დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები
•ქართული

ქართული

News image

18 ოქტ, 2026

ოქტაგონიდან სამზარეულოში: რა პროექტს გეგმავს ვოლკანოვსკი თოფურიასთან ერთად?

News image

19 ოქტ, 2026

"მერაბმა მინდა ერთი რამ იცოდეს" - გორგოძე დვალიშვილს მიმართავს

News image

19 ოქტ, 2026

ჩოხელი: ,,თუ საქართველოს სახელით არ ვიასპარეზებ, სპორტში არ ვიქნები"

News image

17 სთ წინ

დვალიშვილი vs იანი და UFC-ის სხვა ეპიკური ტრილოგიები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება