ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

რა უნდა შეიცვალოს ნაკრების თამაშში? - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რა უნდა შეიცვალოს ნაკრების თამაშში? - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია

37 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.


ფსიქოლოგიური მდგომარეობა


ნამდვილად არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც უნდა იყოს და ეს ლოგიკურია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც გავიარეთ. თუმცა, ნებისმიერი თამაში ახალი შანსია, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.  ამის შანსი ხვალ გვექნება და ყველანაირად ვეცდებით, რომ როგორც ფსიქოლოგიური, ისე სატურნირო მდგომარეობა გამოვასწოროთ და მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ასე ძალიან გვინდა.


რა უნდა შეიცვალოს


,,პირველ რიგში, ის, რომ უფრო თამამები, გადამწყვეტები, კონკრეტულები ვიყოთ შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში, ეს აუცილებელია.


პლუს ვიყოთ ისეთი აგრესიულები, როგორც ვიყავით დასაწყისში განსაკუთრებით უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრაში და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში".


უკრაინის ნაკრებზე


,,გასაგებია, რომ მათაც რთული პერიოდი აქვთ, თუმცა, რეალურად ვიცით, მათი ძალა. დიდ პატივს ვცემთ უკრაინის ნაკრებს, მე პირადად, მათ მთავარ მწვრთნელს, იმ ფეხბურთს, რომელსაც ის ქადაგებს.


არის სირთულეები ორივე გუნდში და ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება. სტრატეგიისა და ტაქტიკური მონახაზის გარდა, ბევრს გადაწყვეტს ის ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა უნდა გამოავლინოს. იმედია, ეს ხასიათის სიმტკიცე ჩვენთან უფრო მეტი იქნება და ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება თამაში".


საკვალიფიკაციო ეტაპზე


,,სავსებით საკმარისი იქნება დრო იმისთვის, რომ გუნდმა მიიღოს ის სახე, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ვიცით, რომ რთულია, განსაკუთრებით სანაკრებო ფეხბურთის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ.


თუმცა, ყოველ მომდევნო შეკრებაზე, მინდა, რომ გუნდი ვნახო ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია, პროგრესირებადი შეკრებიდან შეკრებამდე. ეს სამომავლო ამბავია, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ახლა ხვალინდელი თამაშია.


ჩვენთვის იდეალური იქნებოდა საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე 2 სანაკრებო ფანჯარა გვქონდეს, ამისთვის რაც არის საჭირო, ყველამ კარგად იცის და სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებული".


საქართველოს ნაკრებში უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებზე


,,დიახ, 3 ფეხბურთელი გვყავს [აზაროვი, მაისურაძე, გაგნიძე] უკრაინის ჩემპიონატიდან. წინასწარ შემადგენლობაზე რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ, ყველაფერი თამაშზე გამოჩნდება, მაგრამ ისინი იმიტომ არიან, რომ ისინი აქ ყოფნას იმსახურებენ და ყოველთვის მაქვს მათი იმედი".


უკრაინისა და საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.


,,ვცდილობთ, სიტუაცია გამოვასწოროთ" - კაკაბაძე უკრაინასთან მატჩის წინ

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
რამაზ სვანაძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სრული კონტროლი ფარქვეშ - კორსანტიამ დომინანტური მატჩი ჩაატარა ესპანეთში

•კალათბურთი

კალათბურთი

სრული კონტროლი ფარქვეშ - კორსანტიამ დომინანტური მატჩი ჩაატარა ესპანეთში
•კალათბურთი

კალათბურთი

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ვცდილობთ, სიტუაცია გამოვასწოროთ" - კაკაბაძე უკრაინასთან მატჩის წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ვცდილობთ, სიტუაცია გამოვასწოროთ" - კაკაბაძე უკრაინასთან მატჩის წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

სრული კონტროლი ფარქვეშ - კორსანტიამ დომინანტური მატჩი ჩაატარა ესპანეთში

News image

7 სთ წინ

კვარაცხელიას მორიგი აღიარება - GQ-ის წლის ადამიანების გამარჯვებულების სია

News image

4 სთ წინ

ხვიჩა კვარაცხელია - GQ France-ის 2026 წლის ადამიანი

News image

28 წთ წინ

,,ვცდილობთ, სიტუაცია გამოვასწოროთ" - კაკაბაძე უკრაინასთან მატჩის წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება