უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უკრაინასთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთარ კაკაბაძემ მედიასთან ისაუბრა.
,,უნგრეთთან პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ გოლი. თუმცა, მეორე ტაიმში, როგორც ფეხბურთში ხდება, რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და კუთხურიდან გაგვიტანეს.
ვცდილობთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, ეს მატჩი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, გვინდა გავახაროთ გულშემატკივარი, რადგან მოგებას ყველა მონატრებული ვართ და ვეცდებით, რომ მოვიგოთ.
კაპიტნობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველამ ვიცით კვარას ტრავმის შესახებ, დიდი ხნით გამოგვაკლდა, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ძალიან დაგვაკლდება, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
ასევე გვაკლია კიტეიშვილიც, რომელიც უფრო მალე დაბრუნდება. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და ორივეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ". - განაცხადა ნაკრების მარჯვენა მცველმა.
უკრაინისა და საქართველოს მატჩი 17 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.
რა უნდა შეიცვალოს ნაკრების თამაშში? - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია