კილიან მბაპეს ცუდად ყოფნა საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რმ რეალის ფორვარდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სრულად, გასტროენტერიტის გამო გამოტოვა.
L'Equipe-ს ცნობით, მბაპემ თავი შეუძლოდ ჯერ კიდევ გუნდის აშშ-ში გაფრენამდე იგრძნო. თავდაპირველად ვარაუდი მზის დარტყმაზე იყო - ფრანგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ეჭვი აპენდიციტზე აიღეს.
საბოლოოდ, ანალიზებმა კილიანს კვებითი ინტოქსიკაცია დაუდგინა, რომელიც სავარაუდოდ ქათმის ხორცში არსებულმა ბაქტერიებმა გამოიწვია.
წყარო ხაზს უსვამს, რომ ცუდად ყოფნის გამო მბაპემ დაახლოებით 6 კილოგრამი დაკარგა.