უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ევროპულ ნახევარფინალში მადრიდის რეალს შეხვდება, კილიან მბაპე კი სავარაუდოდ თავის ყოფილ კლუბს ესპანეთში გადასვლის შემდეგ პირველად დაუპირისპირდება.
VIDEO: დებიუტიც ასეთი უნდა - ჟოაო პედროს ორი ულამაზესი გოლი ყოფილი გუნდის კარში
პსჟ-მა ორი წითელი ბარათის მიღების მიუღედავად, მიუნხენის ბაიერნი 2-0 დაამარცხა 1/4 ფინალში და საკლუბო მუნდიალზე ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო გოლის გაშვების გარეშე, რაც იდეალური პასუხი იყო ჯგუფურ ეტაპზე ბოტაფოგოსთან 1-0 წაგებული თამაშის შემდეგ.
ცნობილი კვადრუპლის მოგების შემდეგ ამ სეზონში, პარიზელები საპლეიოფო ფეხბურთთან უცხოები არ არიან, მათ ყველა ტურნირზე ბოლო 4 საპლეიოფო მატჩში გოლი არ გაუშვიათ. მათ ბოლო 7 ასეთ თამაშში კი მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო გოლის გატანა (6 მოგება, 1 წაგება), ასე რომ პირველი გოლი ამ დაპირისპირებაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
მადრიდელებმა პირველი გოლი გაიტანეს დორტმუნდის ბორუსიასთან 1/4 ფინალში, შემდეგ კი კომპენსირებულ დროში 3 გოლი გავიდა, დინ ჰაუსენი გააძევეს და ტიბო კურტუამ ბრწყინვალე მოგერიებით გადაარჩინა თავისი გუნდი.
ჰაუსენის დაკარგვა ლოს ბლანკოსისთვის საქმეებს გაართულებს, თუმცა გუნდს მოტივაცია არ დააკლდება, რომ ახალი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს თავკაცობით წაუგებელი სერია გააგრძელოს (4 მოგება, 1 ფრე).
გუნდებს შორის 12 შეხვედრიდან, რომლიდანაც ბოლო 2021-22 წლების სეზონში შედგა, მადრიდელები უპირატესობას ფლობენ (რეალი - 5 მოგება, პსჟ - 4 მოგება, 3 ფრე). ბოლო 6 ურთიერთშეხვედრიდან 5 მათგანში 2-ზე მეტი გოლი გავიდა.
მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი რეალის ახალგაზრდა თავდამსხმელი, გონსალო გარსიაა, რომლის ანგარიშზეც 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
პარიზელთა მხრიდან კი 2-2 გოლი და თითო საგოლე პასი აშრაფ ჰაკიმიმ და ჟოაო ნევეშმა მიიითვალეს. 1 გოლი და 2 ასისტია ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე.
სავარაუდო შემადგენლობები (L'Equipe)
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, ნუნუ მენდეში; ნევეში, ვიტინია, რუისი; დუე, დემბელე, კვარაცხელია
რეალი - კურტუა; ალექსანდერ-არნოლდი, ასენსიო, რუდიგერი, გარსია; ვალვერდე, ჩუამენი, გიულერი; ბელინგემი; ვინისიუსი, გარსია
რეალისა და პსჟ-ს მატჩს მარჩინიაკი განსჯის