სამშაბათს Calvin Klein-მა ბრაზილიელი რაფინია ბრენდის ახალ სახედ წარადგინა.
ბარსელონას ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბრენდის მამაკაცის თეთრეულის ახალ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სპორტულობასა და ინოვაციას აერთიანებს.
ფოტოგრაფ დანიელ სანვალდის მიერ გადაღებულ კადრებში ფეხბურთელი ახალ მოდელებს წარადგენს.
როგორც ათლეტი, მე ყოველთვის იმაზე ვარ ფოკუსირებული, თუ როგორ ვმოძრაობ და როგორ ვგრძნობ თავს, Calvin Klein-ის თეთრეული კი სწორედ პერფორმანსისთვისაა შექმნილი

რაფინია შეუერთდა Calvin Klein-ის საცვლების ელჩების ვარსკვლავურ სიას, რომელშიც შედიან ბედ ბანი, როზალია და ჯერემი ალენ უაიტი.
Calvin Klein-ის ახალი კამპანია გლობალურად 3 მარტს ჩაეშვა ბრენდის მაღაზიებში, ონლაინ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში.
